Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია 2024-25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობით ჩარიცხულ სტუდენტთათვის

შიდა მობილობის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება 19 თებერვალს 15:00 სთ. მე-6 კორპ.N303 აუდიტორიაში.

იხ. ბმული:

  • შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან აღიარებულ კრედიტებს და  სემესტრს, რომელიც განესაზღვრათ კრედიტების აღიარების საფუძველზე
  • აფორმებენ შეთანხმებას ფაკულტეტთან
  • შიდა მობილობით გადმოსული სტუდენტი, თუ არ მიმართავს  ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.
  •  ხელშეკრულების გაფორმება ასევე  შეუძლია სტუდენტის მიერ მინდობილ პირს

 

საყურადღებო ინფორმაცია მობილობით გადმოსული სტუდენტთათვის:

შიდა მობილობით ჩარიცხულ  სტუდენტებს სპეციალობის შეცვლა შეუძლიათ, მხოლოდ ერთი სემესტრის სწავლის შემდეგ,  შიდა მობილობის საფუძველზე.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, საფაკულტეტო  ან სპეციალობის სავალდებულო საგნის სამჯერ ვერ ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი ირიცხება ფაკულტეტიდან/სპეციალობიდან.

გარე მობილობაში მონაწილეობის უფლებას სტუდენტი მოიპოვებს, სწავლების ერთი წლის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.